ულტრა ავტო დაზღვევა

ალდაგის ულტრა დაზღვევა ავტოდაზღვევის სრულიად გაუმჯობესებული და განახლებული ვერსიაა. დაფარვის გაფართოებული სისტემა და მინიმუმამდე დაყვანილი გამონაკლისები მაქსიმალურად მორგებულია თქვენს საჭიროებებს. დაგვიტოვე შენი ნომერი და მიიღე დეტალური ინფორმაცია.

როგორ შევქმენით ულტრა დაზღვევა?

img

როგორ შევქმენით ულტრა დაზღვევა?

01.
მოვუსმინეთ და დავაკვირდით მომხმარებლების უკუკავშირს, მათ სურვილებსა და საჭიროებებს

02.
გავაანალიზეთ არსებული მონაცემები და ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება

03.
შედეგად კი მივიღეთ მომხმარებელზე ორიენტირებული დაზღვევა, რომელიც ისეთ შემთხვევებსაც კი ფარავს, რაზეც შეიძლება აქამდე არც კი გიფიქრია

img

გარეგანი დაზიანება

დაფარვის სქემაში დავამატეთ კიდევ ერთი ზოგადი რისკი - „გარეგანი დაზიანება.” ჩვენ ხშირად ვაწყდებოდით ავტომობილების დაზიანების ისეთ შემთხვევებს, რომლებიც დაზღვევის არცერთ სტანდარტულ, მანამდე არსებულ დაფარვას არ ესადაგებოდა, თუმცა ბუნებაში ყველაფერი ხდება. შეიძლება ავტომობილი სამშენებლო მასალით დაისვაროს, შინაურმა ცხოველმა დაკაწროს, სხვა მანქანის ასხლეტილი ქვა მოხვდეს და ა.შ. ამ ცვლილებით ალდაგში ყველანაირ არასტანდარტულ შემთხვევას ვითვალისწინებთ.

img

ევაკუატორით ან ბუქსირით გადაყვანა

ვთქვათ, არასწორი პარკირების გამო, შესაბამისი სამსახურის მიერ ავტომობილის ევაკუაციაა საჭირო და ამ დროს დაზიანდა ან უშუალოდ საჯარიმოზე დგომის პროცესში მიიღო დაზიანება - ეს ხარჯები უკვე გათვალისწინებული და დაზღვეულია.

img

გასაღების სხვისთვის გადაცემა

წარმოიდგინე, მიდიხარ დანიშნულების ადგილზე, ვერ აპარკინგებ ავტომობილს, იძულებული ხარ გასაღები პარკინგის თანამშრომელს დაუტოვო და სწორედ ამ დროს ზიანდება რაიმე. ასეთი შემთხვევა ანაზღაურების პროცესში უკვე ბარიერს აღარ წარმოადგენს, თუკი არაუფლებამოსილი პირი მართვის მოწმობას ფლობს.

img

შუშების / ლუქის ჩაწეულ მდგომარეობაში დატოვება

ავტომობილიდან გადმოსვლისას არ გქონია შემთხვევა, როდესაც ფიქრობ, დაკეტე თუ არა ფანჯარა? თუ შემთხვევით ლუქი დაგრჩა ღია ან შუშა ჩამოწეული, შემდეგ კი წვიმა ჩავიდა სალონში და რამე დაგიზიანა, არ იდარდო - ასეთ შემთხვევასაც გავითვალისწინებთ და ავანაზღაურებთ.

img

სარეგისტრაციო საბუთის ავტომობილში ჩატოვება

თუკი ავტომობილი მოგპარეს, ისე რომ სარეგისტრაციო საბუთი იქვე გქონდა დატოვებული და, შესაბამისად, ვერ შეძელი წარმოდგენა, ეს უკვე პრობლემას აღარ შექმნის ანაზღაურების დროს.

დააზღვიე ავტომობილი

დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ნომერი და ჩვენი წარმომადგენელი დაგეხმარება შენს ავტომობილზე მორგებული პოლისის შერჩევაში.

რა არის ავტო დაზღვევა?

ავტო დაზღვევა არის საუკეთესო გზა დაიცვა შენი ფინანსები ავტომობილთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი დანახარჯებისგან. ავტო დაზღვევა ფარავს შემდეგ რისკებს:

-ავტოსაგზაო შემთხვევა

ავტომობილის დაზიანება ან სრული განადგურება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად

-ხანძარი

ავტომობილის დაზიანება, ან სრული განადგურება ხანძრის გაჩენის შედეგად

-აფეთქება

ავტომობილის დაზიანება ან სრული განადგურება აფეთქების შედეგად

-საგნის ვარდნა

ავტომობილის დაზიანება ან სრული განადგურება საგნის ვარდნის შედეგად

-ქურდობა

ავტომობილის ან მისი რომელიმე ნაწილის დაზიანება ან დაკარგვა ვანდალიზმის, ქურდობის, ყაჩაღობის შედეგად

-სტიქიური უბედურებები

ავტომობილის დაზიანება ან სრული განადგურება სტიქიური უბედურებების შედეგად

© 2020 ალდაგი